Thursday, January 31, 2013
ლეონარდ კოენი
მუსიკა ყველზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს,ვუსმენ უამრავ შემსრულებელს,თუმცა რომ მკითხოონ ვის გამოარჩევდი მათ შორისო შესაძლოა დავიბნე კიდეც,თუმცა არიის მუსიკოსი რომლის მუსიკაც იმდენს ნიშნავს ჩემთვის რომ შეუძლებელია დამავიწყდეს...დილას ვიწყებ მისი მუსიკით,დღეს ასევე მისი მუსიკით ვამთავრებ,მგზავრობისას მას ვუსმენ,მოკლედ ყველგან და ყოველთვის მისი მუსიკით ვარ გარემოცული...ეს მუსიკოსი ლეონარდ კოენია...მისი სპეციფიური ხმა და ჯადოსნური მუსიკა უბრალოდ არაჩვეულებრივი მოსასმენია ჩემთვის.როგორც ამბობენ,მისი სიმღერების ტექსტები ცალკე თმაა,რადგან პოეზიის საკუთრება უფროა ვიდრე მუსიკისო,არცაა გასაკვირი მუსიკოსობის გარდა ლეონარდ კოენი პოეზიითა და პროზითაა ცნობილი...ჩემთვიის მისი მუსიკა ყველაზე ტკბილიაა რისი მოსმენაც კი 18 წლის მანძილზე შევძელი,და ალბათ, ყველაზე აზრიანიც,სამწუხაროდ,ინგლისური იმ დონეზე არ ვიცი, რომ მისი ტექსტები გავიგო..:(
Sunday, January 27, 2013
ოცნების კუნძული
მაჩუ-პიქჩუ
მაჩუ-პიქჩუ ულამაზესი და რაც მთავარია ისტორიული მნიშვნელობის ადგილი,უდიდეს აღფრთოვანებასა და ემოციას იწვევს ჩემში და თუ რომელიმე ადგილის მონახულებაზე ვოცნებობ ერთ-ერთი პირველი მათ შორის ინკების უძველესი ცივილიზაციის კერა, მაჩუ-პიქჩუა.
მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. Machu Picchu – ძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთაუმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.
მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელიკონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად.[1] 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო.[2] აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.[3]
ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთასიაში.[4] 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.
მაჩუ-პიქჩუ ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, ნატიფი ქვის კედლებით. მისი სამი ძირითადი სტრუქტურაა: ინტიჰუატანა (მზის დასაბმელი სვეტი), მზის ტაძარი დასამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები მაჩუ-პიქჩუს წმინდა რაიონს უწოდებენ. 2007 წლის სექტემბერში, პერუმდა იელის უნივერსიტეტმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხედოს მაჩუ-პიქჩუდან წაღებული იმ არტეფაქტების დაბრუნების საკითხი, რომლებიც იელს XX საუკუნის ადრეულ წლებში ჰირამ ბინგემმა გადასცა. 2010 წლის ნოემბერში, იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელი არტეფაქტების პერუს უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას დასთანხმდა.[5]მაჩუ-პიქჩუ დაახლოებით 1450-იან წლებში აშენდა, ინკების იმპერიის ძლიერების პიკზე.[6] მშენებლობის პერიოდი ინკების ორი უძლიერესი იმპერატორის — პაჩაკუტისა(1438-1471) და ტუპაკ ინკა იუპანკის (1472-1493) მმართველობის პერიოდს ემთხვევა.[7] ზუსტად 100 წლის შემდეგ, 1572 წელს, ინკებმა იგი მიატოვეს, რაც ესპანური დაპყრობის ერთ-ერთი გვიანი შედეგი იყო.[6][8] სავარაუდოა, რომ მისი მოსახლეობა ყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა, რომელიც ამ არეალში ესპანელი კონკისტადორებისგამოჩენამდე სხვა მოგზაურებმა შეიტანეს.[9] ერთ-ერთი წერილი ახსენებს სასახლე პიქჩოს, თუმცა არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც ამ შორეულ ქალაქში ესპანელთა ყოფნას დაადასტურებდა. სხვა ადგილებში კონკისტადორთა მიერ დაზიანებული წმინდა ნაგებობები მაჩუ-პიქჩუში ხელუხლებელია.[8]
ჰირამ ბინგემი ვარაუდობდა, რომ ეს კომპლექსი ინკების ე. წ. „მზის ქალწულების“ დაბადების ტრადიციულ ადგილს წარმოადგენდა.[10] მეცნიერების მიერ უფრო ბოლო დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მაჩუ-პიქჩუ იმპერატორ პაჩაკუტის მამული იყო.[8] ასევე, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებისმეცნიერმა იოჰან რაინჰარდმა წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადგილი შერჩეულ იქნა მისი მდებარეობისა და შედარებითი ხელშეუხებელი ლანდშაფტის, მაგალითად მთების გამო, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ ემთხვევა ინკებისთვის მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენებს.
იოჰან რაინჰარდს სჯერა, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების წმინდა რელიგიური ძეგლი იყო. ეს თეორია ძირითადად მის მდებარეობას ეყრდნობა. რაინჰარდი მას „წმინდა გეოგრაფიას“ უწოდებს, რადგან ძეგლი მთებითაა გარშემორტყმული, რომლებსაც ინკებისა და ამ მიწაზე მათზე ადრე მობინადრე კულტურათა ცხოვრებაში დიდი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მთის უმაღლეს მწვერვალზე, რომლის სახელსაც მაჩუ-პიქჩუ ატარებს, არის „ხელოვნური პლატფორმები, რომელთაც რელიგიური ფუნქციები აქვს, რაც თვალნათლივ ჩანს ინკების რიტუალებში“ (რაინჰარდი 2007). ეს რაინჰარდის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რადგან ამ ტიპის ქვების წყობა მხოლოდ რელიგიურ ადგილებშია აღმოჩენილი, რაც ნათლად მიუთითებს ამ ძეგლის რელიგიურ დატვირთვაზე.[11] მეორე თეორია მიიჩნევს, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების ლიაქტა იყო — დასახლება, რომელსაც დაპყრობილი რეგიონის ეკონომიკის კონტროლისთვის აშენებდნენ. სხვა თეორია კი ამტკიცებს, რომ იგი შესაძლოა ციხე ყოფილიყო ინკების საზოგადოების წინაშე ჩადენილი საზარელი დანაშაულის კრიმინალთათვის. კიდევ ერთი ალტერნატიული თეორია ვარაუდობს, რომ მაჩუ-პიქჩუსასოფლო-სამეურნეო სატესტო სადგური იყო. აქ შესაძლებელი იყო ბევრი განსხვავებული კულტურის ტესტირება მრავალ განსხვავებულ მიკროკლიმატში, რის შესაძლებლობასაც მდებარეობა და ტერასები იძლეოდა. დიდი ოდენობით მოსავლის მიღება რა თქმა უნდა არ იყო შესაძლებელი, მაგრამ ამით ინკებს შეეძლოთ განესაზღვრათ თუ სად რა კულტურა უნდა მოეყვანათ. ასევე არსებობს თეორია, თითქოს ქალაქი ღმერთების ადგილსამყოფელად ან მეფეთა კორონაციისთვის აშენდა.[12]
მიუხედავად იმისა, რომ ციტადელი ინკების დედაქალაქ კუსკოსგან მხოლოდ 80 კილომეტრითაა დაცილებული, ესპანელებს ის არასდროს უპოვიათ და შესაბამისად არ გაუძარცვავთ და დაუნგრევიათ ინკების სხვა ძეგლების მსგავსად.[8] საუკუნეთა მანძილზე, გარსშემორტყმულმა ჯუნგლებმა მაჩუ-პიქჩუ დაფარა და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტა გარეშე პირმა თუ იცოდა.
1911 წლის 24 ივლისს, სამეცნიერო საზოგადოებას ჰირამ ბინგემმა მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ ამცნო. იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკელი ისტორიკოსი ბინგემი ქალაქ ვილკაბამბას ეძებდა — ინკების უკანასკნელ თავშესაფარს ესპანური დაპყრობის დროს. არეალის გარშემო ის წლების განმავლობაში მოგზაურობდა და კვლევა-ძიებას აწარმოებდა. ერთ დღესაც, მაჩუ-პიქჩუსკენ ბინგემს ადგილობრივი, 11 წლის კეჩუა ბიჭი — პაბლიტო ალვარესი გაუძღვა.[8][13] ამ დროისთვის, მაჩუ-პიქჩუს ზოგიერთ სტრუქტურაში კეჩუას ოჯახები დასახლებულიყვნენ.
ბინგემმა უმალ დაიწყო ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა და მის შესახებ მოხსენებაც შეადგინა. მან კომპლექსს „ინკების დაკარგული ქალაქი“ უწოდა, რაც შემდეგში მისი პირველი წიგნის სათაურიც გახდა. 1915 წლამდე, ბინგემი მაჩუ-პიქჩუს კიდე არაერთხელ ესტუმრა და გათხრები აწარმოა, რა დროსაც მან მრავალგვარი არტეფაქტი შეაგროვა, რომლებიც იელში წაიღო. მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ ბინგემმა რამდენიმე წიგნი და სტატია დაწერა.
ძეგლმა მნიშვნელოვანი რეკლამირება მიიღო ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების წყალობით, რომელმაც 1913 წლის აპრილის მთლიანი ნომერი მაჩუ-პიქჩუს დაუთმო.
1981 წელს, მაჩუ-პიქჩუს მიმდებარე 325,92 კმ² ტერიტორია პერუმ „ისტორიულ ნაკრძალად“ გამოაცხადა. გარდა თავად ძეგლისა, ნაკრძალი მიმდებარე რეგიონის დიდ ნაწილს მოიცავს, რომელიც მდიდარია პერუს იუნგასისა და ცენტრალური ანდების ნოტიო პუნის ეკორეგიონების ფლორითა და ფაუნით.[14]
1983 წელს, იუნესკომ მაჩუ-პიქჩუ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. „ინკების ცივილიზაციის არქიტექტურის აბსოლუტუირ შედევრი და უნიკალური დამამტკიცებელი საბუთი“ — ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.[4]
2008 წელს, მსოფლიო მონუმენტთა ფონდმა მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოში 100 ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში ჩასვა, რაც მიმდებარე გარემოს დეგრადაციითაა გამოწვეული. ეს ყოველივე კი შედეგია ტურიზმისმხრიდან მომდინარე საფრთხისა, ასევე სერიოზული საფრთხე მომდინარეობს ახლომდებარე ქალაქ აგუას-კალიენტესის უკონტროლო განვითარებისგან, მათ შორისაა მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალი გაუმართავი ტრამვაი და ხიდის მშენებლობა მდინარე ურუბამბაზე, რაც ძეგლის მიღწევის საშუალებას ბევრად მეტ ტურისტს მისცემს. აღსანიშნავია, რომ ამ ხიდის მშენებლობით, მთავრობა სასამართლოს განკარგულების უგულებელყოფას ახდენს.ვრცლად
Saturday, January 26, 2013
ნიღბები..ნიღბები...
ცხოვრებაში
ერთხელ მაინც მოგვირგია ნიღაბი,ნიღაბი პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.ლამაზი
ბაფთებითა მორთულ-მოკზმული,მოხატული საკარნავალო ნიღაბი იქნება ეს თუ საკუთარი კანისა
და მიმიკური ერთობლიობისაგან შექმნილი,ცხოვრებისეული ნიღაბი,ის ერთხელ მაინც გამოგვიყენებია
ყველას.ადრე თუ ვენეციური,საკარნავალო ნიღბების ტარება იყო მოდური,ახლა უპირატესობა
ცხოვრებისეულ ნიღაბს ენიჭება.გართულდა გამოცანა!ადრე თუ იცოდნენ,რომ ნიღაბს მიღმა ადამიანის
სახე იმალებოდა,ახლა ამაშიც აღარ ვართ დარწმუნებულები.ვუმზერთ
ცხოვრებისეული ნიღბით სახედამშვენებულ არსებებს და ვცდილობთ გამოვიცნოთ,მათი სახის
უკან ადამიანი იმალება თუ რაღაც სხვა არსება.არაფრისმთქმელი თვალები,ალბი ღიმილი,ხშირ
შემთხვევაში მაკიაჟის სქელი ფენა-აი,თანამდროვე ნიღბების მთავარი მახასიათებლები.
სჯობს შევეშვა
თანამდეროვე ნიღბებზე საუბარს და მათ უწყინარ წინაპრებს,ვენეციურ ნიღბებს დავუბრუნდე.ცოტამ
თუ იცის,რომ დღესდღეისობით ასე მოხშირებული
ცხოვრებისეული ნიღბების წინაპარი ვენეციური ნიღაბი იყო.ის იტალიაში უძველესი დროიდან
გამოიყენებოდა.ძველო ვენეციელები ნიღაბს ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებდნენ.ის მათი
განუყრელი აქსესუარი იყო.ამით ისინი საუთარ ვინაობასა და საქმიანობას ასაიდუმლოებდნენ.დროთა
განმავლობაში ნიღბების ყოველდღიურად ტარება შეიზღუდა და მას მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში
მოირგებდნენ ხოლმე.ნიღაბების ტარების თავდაპირველი მიზანი ყველა მცხოვრების გათნაბრებაც
იყო.ნიღაბმორგებულთა შორის აღარ განირჩეოდა მდიდარი და ღარიბი,ლამაზი და მახინჯი,თუმცა თანდათან ნიღბების ნაირსახეობები წარმოიშვა,რომელთა
მფლობელებიც განსაზღვრული კლასის წარმომადგენლები იყვნენ.
ბაუტა-ეს ერტ-ერტი
ყველაზე პოპულარული ნიღაბი მაჩვიდმეტე საუკუნეში შემოვიდა.მისით შენიღბვა ნებისმიერი
კლასისა და სქესის ადამიანს შეეძლო.
ვენეციელი ქალბატონის
ნიღაბი-მეთექვსმეტე საუკუნიდან გვხვდება,მას ძირითდად მდიიდარი ქალბატონეი ხმარობდნენ.ის
განსაკუთრებული გარეგნული მახასიათებლებით გამოირჩეოდა და სხვა ნიღაბთა შორის ყველაზე
ლამაზი იყო.
ვოლტო-ამ ნიღაბს
ჩვეულებრივი ადამიანები ატარებდნენ.
შავი ჭირის
მკურნალი-ეს ნიღაბი ვენეციაში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების დროს შეიქმნა.მას მკურნალები
იყენებდნე ავადმტოფის ნახვისას.ნიღბის დამახასიათებელი ნიშანი გრძელი ცხვირი იყო,რომელშიც სადეზინფექციო ხსნარის მაგვარ ნივთიერებას ათავსებდნენ.ნიღბის
აუცილებელ ატრიბუტს შავი ლაბადა და ჯოხი წარმოადგენდა,რომლითაც მკურნალი ავადმყოფს
ეხებოდა.
მორეტა-ფრანგული წრმოშობის ნიღაბი განსაკუთრებული პოპულარობით
ქალთა შორის სარგებლობდნენ.ნიღაბი მფლობლის გარეგნულ მშვენიერებას უსვამდა ხაზს,რადგან
შავი ხავერდით იყო შეკერილი.მას ეკლესიაში სიარულისას იყენებდნენ,და როგორც წესი, თან
ვუალიც ახლდა.
საკუთარი სახისა
და პირადი ცხოვრების გასაიდუმლოების სურვილმა ვენეციელებს ნიღბებით სიარული მოაფიქრათ.მისი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ტარების აკრძალვის მიუხედავად ამ აქსესუარმა აქტუალობა არ დაკარგა.დღსაც,ვენეციის
კარნავალზე მოხვედრილ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოირგოს ვენეციური ნიღაბი
და იმოგზაუროს საუკუნეების წინანდელ,ნიღბებით მორთულ-მოკაზმულ ვენეციაში.
არასოდეს გამიშვა
რა ადგილი უჭირავს წიგნებს ჩვენს ცხოვრებაში?ეს უკვე ბანალური კითხვა მრავალჯერ დასმულა და პასუხიც მრავალჯერ გაცემულა.ფაქტი კი ერთია რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ და ვეძიოთ კითცვაზე პასუხები ამით არსებულ რეალობას ვერ შევცვლით.მისი შეცვლამხოლოდ ერთი საშუალებით შეგვიძლია,რაც შეიძლება ბევრი ვიკითხოთ წიგნებზე,რომ ბოლოს წიგნების წაკითხვის სურვილიც გაგვიჩნდეს.ხომ ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს,რომ ნაკითხი და განათლებული ადამიანი იმდენად იშვიათი გახდა რომ მათ რაღაცნაირი ეჭვის თვალითაც ვუყურებტ,ამდენი იცის თუ უბრალოდ კარგად თამაშობს ნაკითხი ადამიანის როლს?ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია,მე კი ერთს ვიტყვი,რომ თუ გვსურს ვიპოვოთ საკუთარი თავი და ამაყად ვუწოდოთ ჩვენს თავს ინდივიდი ამისათვის აუცილებელია რაც შეიძლება ხშირად ვიკითხოთ წიგნები.რატომ?იმიტომ რომ ერთი წიგნი შესაძლოა ათასმა მკიტხველმა სხვადასხვანაირად წაიკითხოს და გაიაზროს.თითოეული მკითხველი წიგნში საკუთრ სიმართლეს პოულობს და სწორედ ეს საკუთარის აღქმა ეხმარება ადამიანს ინდივიდად ჩამოყალიბებაში. ზოგისთვის წიგნი გართობისა და დასვენების საშუალებაა.ჩემთვის კი კარგი წიგნი საკუთარი თავის უკეთესობისაკენ შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული საშუალებაა,სწორედ ამიტომ მინდა ერთი წიგნის შესახებ მოგიყვეთ,რომელაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მახსოვს როგორი გრძნობა დამეუფლა მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას’’წაკითხვის შემდეგ,აღარც მეგონა თუ რომელიმე წიგნი ჩემზე მასთან მიახლოებულ გრძნობას შემიქმნიდა,მაგრამ შევცდი.მოცალეობის ჟამს წიგნების თაროს მივაშურე.წაუკითხავ წიგნებს შორის ჩემი ყურადღება ერთმა ლურჯყდიანმა წიგნმა მიიქცია.ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო,როდესაც წიგნი ყდით შევაფასე,ალბათ,ისევ ჩემი საყვარელი ლურჯი ფერის გამო.იაპონური წარმოშობის ბრუტანელი მწერლის,კაზუო ი/სიგუროს წიგნი აღმოჩნდა.(მაშინ მისი სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა).სათაურზე გამეცინა „არასოდეს გამიშვა“ საპნის ოპერის სახელივით ჟღედა.რომანტიკული ჯანრის პაპსაა-მეთქი გავიფიქრე,მაგრამ რადგან სხვა გზა არ მქონდა კითხვას შევუდექი.არასოდეს შეაფასოთ წიგნი მხოლოდ ყდთა და სათაურით!!! გავვოცდი უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ შოკში ჩავვარდი.“ოსტატი და მარგარიტას“შემდეგ პირველად იმოქმედა წიგნმა ჩემზე ასე.რაზე იყო წიგნი?ორი სიტყვით შევეხები მის შინაარს დანარჩენის ნამდვილად წაკითხვა სჯობს. წიგნის სიუყეტი სამი მეგობრის,ქეითის,ტომისა და რუთის ირგვლივ ვითარდება.ისინი ერთ მეტად უცნაურ სკოლა-ინტერნატში იზრდებიან.არანაირი შეხება გარე სამყაროსთან,მათი სამყარო სკოლის ეზოთი შემოიფარგლებოდა.განსაკუთრებული ყურადღბა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ენიწებოდა,მკაცრად აკონტროლებდნენ ბავშვების კვებასა და ჯანმრთლობის მდგომარეობას.თითქოს უჩვეულო არაფერია მაგრამ ბავშვები აცნობიერებენ,რომ სკოლა/სი მოსულ ადამიანებს თითქოს ეშინიათ მათი,ეს ფაქტი ბუნებრივია მათ დაინტერესებას გამოიწვევს.მოგვიანებით მეგობრები იგებენ რომ ისინი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები,ისინი ორგანოეის დონციისთვის შექმნილი კლონები არიან.სკოლის ადმინისტრაციის მცდელობის,დაარწმუნოს საზოგადოება,რომ ამ ბავ/სვებს სული გააჩნიათ,მიუხედავად საზოგადოება არ ამბობს უარს კლონების სასიკვდილოდ გაწირვაზე.ზრდასრული,ინდივიდად ქცეული,სრულიად უწყინარი და ბევრად ადამიანური კლონები ყოველგვარი უსამართლობის განცდისა და პროტესტის გარეშე ემშვიდობებიან სიცოცხლეს საოპერაციო მაგიდაზე.თუმცა მეგობრები იგებენ რომ თუ წყვილი დაამტკიცებს,მათი სიყვარულის ჭეშმარიტებას მათ ეძლევათ შანსი,შეწირვები სამი წლით გადაუვადონ და ეს სამი წელი ერთად გაატარონ.როგორ მთავრდება წიგნი?აი,ეს კი ნამდვილად უნდა წაიკითხოთ! 2010 წელს გამოვიდა ფილმი სახელწოდებით „არასოდეს გამიშვა“ ფილმი სწორედ ამ წიგნის ეკრანიზაციაა.ფილმს ბრიტანეთის საბჭომ უმაღლესი ჯილდო 4 ვარსკვლავი მიანიჭა,წიგნი კი ჟურნალმა „თაიმსმა“ ას საუკეთესო ნაწარმოებთა შორის დაასახელა. მე პირადად ვრჩები აზრზე,რომ წიგნი ყოველთვის სჯობს ფილმს.ამ შემთხვევაშიც წიგნმა ბევრად მეტი ემოცია მოიტანა.მან დამაფიქრა იმაზე,რომ დღევანდელი გადასახედიდან ფანტასტიკა ხვალ შესძლოა რეალობად იქცეს.ნუთუ შესაძლოა ოდესმე ადამიანებმა მსგავსი საშინელება ჩავიდინოთ.ჩვენი ხელით შექმნილი და გაზრდილი არსებები ჩვენმე შევიწიროთ ზვარაკად?
ამადეო მოდილიანი
ჩემს პირველ პოსტს ჩემი საყვარელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის შესახებ განვათავსებ.ჩემთვის ეს მხატვარი მართლაც განსაკუთრებულად საყვერელია და თუ რატომ ამას მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა მიგახვედრებთ..:)
მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა. 1906 წელს 22 წლის მხატვარი, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, გაიცნო იქაური მხატვრები და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა პოეტ ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო... მეგობრები ამადეოს „მოდის“ეძახდნენ. მოდილიანი ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში... მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი. ამადეო მოდილიანი, 1920 წელს, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა. 1906 წელს 22 წლის მხატვარი, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, გაიცნო იქაური მხატვრები და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა პოეტ ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო... მეგობრები ამადეოს „მოდის“ეძახდნენ. მოდილიანი ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში... მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი. ამადეო მოდილიანი, 1920 წელს, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
არაოფიციალური ცოლიჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა, მის ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც არაოფიციალური ცოლის სტატუსით შემორჩა ისტორიას. ჟანამ და მოდიმ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს და მალე ერთად დასახლდნენ. მაშინ ჟანა 19 წლის, სახვითი ხელოვნების სკოლის სტუდენტი იყო. ჟანას მოდილიანის ბევრი პორტრეტი აქვს დახატული.
რამდენიმე წლის წინათ კი ნიუ-იორკის იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების აუქციონზე, მოდილიანის მუზისა და საყვარლის, ორსული ჟანა ებიუტერნის პორტრეტი 31 მილიონ დოლარად გაიყიდა...
„ქალი, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა“ამადეომ ჟანას პორტრეტი, მათ პირველივე შეხვედრაზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: „შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.
ამბობდნენ 19 წლის ჟანა, ჩიტს ჰგავდა, რომლის შეშინება ძალიან ადვილია. მას ქალური, მოკრძალებული, მომღიმარი, მოგრძო სახე ჰქონდა, ღვინოს არასოდეს სვამდა.
სმა და ბოჰემაჟანას მამა პარფიუმერულ ფირმაში მუშაობდა. ჟანას ძმა, ანდრე, მხატვარი იყო. მისი ნახატები ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი.
ქალებისმოყვარულ, ლოთ, ჰაშიშით გაბრუებულ, მით უმეტეს ებრაელ სასიძოს, ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ ამადეო ძალიან ბევრს სვამდა და ავადმყოფობდა. ჟანაში ერთადერთი, რეალური და სულიერი მეგობარი იპოვა, რომელთანაც ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებდა. ეს ქალი მოდილიანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, ის მოდილიანის 20-მდე ნახატშია. ჟანა ცდილობდა მოდის ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ მოდიმ ვერც ამ დიდი სიყვარულის გამო თქვა უარი ბოჰემურ ცხოვრებაზე.
ქალიშვილი ჟანამოდი და ჟანა ლუქსემბურგის ბაღთან დასახლდნენ. ფული არ ჰქონდათ. ტუბერკულოზის გამო მისი ჯანმრთელობა სულ უფრო სუსტდებოდა. ჟანას მშობლების დახმარებით, წყვილი მოდის სამკურნალოდ, ნიცაში გაემგზავრა. იქ მათ გოგონა შეეძინათ. ჟანამ და მოდიმ ვერ მოასწრეს კანონიერი ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ, ამიტომ მათ გოგონას რეგისტრაციისას დედის სახელი, ჟანა ებიუტერნი ჩაუწერეს.
ამადეო ნიცაში უკეთ არ გამხდარა. პარიზში დაბრუნებულმა ისევ სმა დაიწყო. უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ამიტომ ბავშვი ჟანას მშობლებმა წაიყვანეს. იმ პერიოდში მოდილიანის პირველი და უკანასკნელი გამოფენა გაიმართა, სადაც, 12 ნახატი გამოიფინა. მათგან რამდენიმე გაიყიდა.
ერთხელ, მოდი მეგობრის დედასთან მივიდა, სასმელი სთხოვა და ებრაულად რაღაც უმღერა. ფიქრობენ, რომ ეს ებრაული რექვიემი იყო - ერთადერთი, რაც მოდილიანის ურწმუნო ოჯახში იცოდნენ.
ერთგულება სიკვდილშიც1920 წელს მოდილიანის და ჟანას გაუჩინარება მეზობლებმა შენიშნეს. 24 იანვრის საღამოს, ერთ-ერთმა მათ კარზე დააკაკუნა. არავინ უპასუხა. შიგნით შესულმა, საწოლში მძიმედ დაავადებული მოდილიანი ნახა, რომელსაც სასოწარკვეთილი ჟანა მთელი სხეულით ეკვროდა.
მოდი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. თავზარდაცემული ჟანა მასთან საავადმყოფოში მიიყვანეს. მან მოდის დიდხანს, თვალმოუცილებლად უყურა. შემდეგ მშობლების სახლში წავიდა. მეორე დილით 20 წლის ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა... ამ დროს ის მეორე ბავშვზე, ცხრა თვის ორსული იყო.
ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაასაფლავეს. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდი, მხატვრებმა პომპეზურად დაკრძალეს. ჟანა მეორე დღეს პარიზის შემოგარენში დაასაფლავეს. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით გადაასვენეს და მოდის გვერდით დაკრძალეს. მათი შვილი ჟანა, ამადეოს ნათესავებთან გაიზარდა.ვრცლად
გენიალური ტალიელი მხატვრის,ამადეო მოდილიანის შესახებ 2004 წელს გამოვიდა ფილმი სახელად "'მოდილიანი".მხატვრის როლი შესანიშნავად შეასრულმა ენდი გარსიამ.ფილმი გამოირჩევა მუსიკალური სილამაზითაც.
Subscribe to:
Posts (Atom)